შ.პ.ს. ლოგ.გე და პლატფორმა www.log.ge პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში რომელიც დეტალურ ინფორმაციას აწვდის მყიდველს შეძენილი ნივთ(ებ)ის როგორც გამზადების პროცესზე ასევე გამზადებული შეკვეთის მიწოდებაზე SMS შეტყობინებისა და რუქის საშვალებით.
ყველა წარმატებული შენაძენის შემდეგ მყიდველს მისდის შეტყობინება SMS-ის სახით მის მობილურ ნომერზე სადაც ნაჩვენებია შეკვეთის ნომერი (LOG-XXXXXX) , ამ ნომრის საშვალებით მომხმარებელს შეუძლია 24 საათის განმავლობაში გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი პლატფორმიდან.
ყველა შენაძენი რომელის შეძენის მომენტში მომხმარებელს მითითებული აქვს მიწოდების ადგილად თბილისი ,შეკვეთის მიწოდება არის უფასო, ხოლო მითითებული მისამართის კორექტირება მას შეუძლია როგორც ოპერატორებთან კომუნიკაციით და (შეკვეთის ნომერის მიწოდებით) ასევე უშვალოდ კურიერთან კომუნიკაციით, რომლის მონაცემების ნახვა შეუძლია მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც მას მიუვა შეტყობინება LOG.GE-ს დასახელებით და შეკვეთის სტატუსი იქნება გამოგზავნილია. შეტყობინებაში თანდართულ ლინკზე გადასვლით და შეკვეთის ნომრის მითითებით. შემკვეთს ნაჩვენები ექნება Online რეჟიმში როგორც კურიერის მონაცემები ასევე მისი გადაადგილება რუქაზე.
ყველა შენაძენი რომელის შეძენის მომენტში მომხმარებელს მითითებული აქვს მიწოდების ადგილად თბილისის გარდა სხვა რეგიონი , შეკვეთის მიწოდება არის უფასო, ხოლო მითითებულ მისამართზე გზავნილის მიწოდება ხდება ფოსტის კურიერის საშვალებით.
მომხმარებელს ინფორმაცია თავის შენაძენზე მისდის SMS-ის სახით, მას შემდეგ რაც გზავნილი ჩაბარდება საკურიერო ფირმას, მომხმარებელს მისდის შეტყობინება SMS-ის სახით სადაც მითითებულია საფოსტო გზავნილის ნომერი და ცხელი ხაზის ტელეფონი, რომლითაც მიმღებს შეუძლია დააზუსტოს გზავნილის მიღების ზუსტი დრო.