მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს/ებს საიტზე, ანთავსებს კალათში, ავსებს საიტზე მოთხოვნილ ველებს კორექტურად და გადახდის მეთოდში უთითებს „განვადენა თბს ბანკი“.
მომხმარებელი გადადის თბს ბანკის განვადების გვერდზე და ამ დროს მისდის მომხმარებელს მიტითებულ მობილურ ნომერზე SMS შეტყობინება LOG.GE-ს სახელით რომელიც მომხმარებელს აძლევს ინსტრუქცია იმის შესახებ რომ მან კორექტულად შეავსოს ბანკის მიერ მოთხოვნილი ველები.
ბანკის საიტზე მოთხოვნილ შესავსებ ველებზე კომპანია ლოგ.გე-ს არ აქვს არანაირი წვდომა და შეხება, შესაბამისად მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ თბს ბანკს და ამ ინფორმაციის შესაბამისად ბანკი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას დაუმტკიცოს თუ არა მომხმარებელს კრედიტი.
თუ ბანკმა მოახდინა კრედიტის დამტკიცება ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს მისდის SMS შეტყობინება დამტკიცების შესახებ, ხოლო კომპანია ლოგ.გე ბანკის მხრიდან ღებულობს ინფორმაციას დამტკიცებასთან დაკავშირებით.
ჩვენი წარმომადგენელი უკავშირდება მომხმარებელს და აწვდის შესაბამის პროდუქტებზე და ჯამურ ღირებულებაზე ინვოისს მეილზე (რომელიც მითითებული ქონდა განვადების შევსების დროს www.log.ge -ზე, ასევე ეგზავნება SMS შეტყობინება ნომერზე რომლის ტექტშიც ასევე მიტითებულია სპეციალური ლინკი რომლის დახმარებითაც პირდაპირ ინტერნეტიდან შეძლებს მომხმარებელი შესაბამისი ინვოისის ამობეჭდვას.
ინვოისის მიღების შემდეგ მომხმარებელი ამობეჭდილი ინვოისით მიდის თბს ბანკის სასურველ ფილიალში და აფორმებს ხელშეკრულებას, რომლის შემდეგაც თბს ბანკი აძლევს სპეციალურ განაცხადს რომელიც უნდა იქონიოს ნივტის მიღებისას და გადასცეს ლოგ.გე-ს წარმომადგენელს.
მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს/ებს საიტზე, ანთავსებს კალათში, ავსებს საიტზე მოთხოვნილ ველებს კორექტურად და გადახდის მეთოდში უთითებს „განვადება საქართველოს ბანკი“.
მომხმარებელს ამ დროს მისდის მითითებულ მობილურ ნომერზე SMS შეტყობინება LOG.GE-ს სახელით განაცხადის წარმატებით შევსების შესახებ.
მომხმარებელს დაუკავშირდება LOG.GE-ს გაყიდვების სასმსახური და სიტყვიერად აუხსნის განვადების მისაღებად საჭირო ინსტრუქციას, ან შეუძლია მას თავად დაუკავშირდეს გაყიდვების სამსახურს და მოსთხოვოს განვადების შესაბამისი ინვოისის გადმოგზავნა.
მას შემდეგ რაც მომხმარებელი მიიღებს ინვოისს მითითებულ მეილზე და მობილურზე ლინკს SMS-ის სახით, მან უნდა ამობეჭდოს და წარადგინოს საქართველოს ბანკის თბილისის სასურველ ფილიალში.
ბანკის მხრიდან მომხმარებლის განაცხადის განხილვის შემდგეგ, დამტკიცებული განვადების შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს LOG.GE-ს გაყიდვების სამსახურს T: 579 58 58 88 და გადაამოწმოს სასურველი ნივთის არსებობა მაღაზიაში. ამის შემდგომ ბანკი გადასცემს მომხმარებელს დამტკიცები განვადების შესაბამის ქვითარს, რომელიც უნდა იქონიოს თან ნივთის მიღებისას.